რუსეთში, მოსკოვის ოლქის სოფელ გორკი 9-ში, ელიტურ სკოლაში თავდასხმა მოხდა. 15 წლის, მე-9 კლასელი მოსწავლე სკოლის დერეფანში ბავშვებს დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც მეოთხე კლასელი მოკლა, რამდენიმე პირი კი დაჭრა, მათ შორის, სკოლის დაცვის თანამშრომელიც.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე, შეიარაღებული მოსწავლე ბავშვებს ეკითხება - რა ნაციონალობის არიან ისინი.
თავდასხმის შემდეგ სკოლაში პანიკა დაიწყო და ბავშვები თავის შველის მიზნით სკოლიდან გარბოდნენ.
თავდამსხმელმა ერთი მძევლის აყვანაც შეძლო. ის სპეცდანიშნულების რაზმის დახმარებით დააკავეს, მძევალი კი გაათავისუფლეს. ირკვევა, რომ 15 წლის თავდამსხმელი ნეონაცისტური მოძრაობის მხარდამჭერია.
