თავდამსხმელებმა სიდნეიში ტერაქტის მოწყობამდე "წვრთნები" ფილიპინებში გაიარეს. პოლიციის ინფორმაციით, მამა და შვილი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ავტომობილში, რომლითაც ისინი ბონდის სანაპირომდე მივიდნენ, აღმოჩენილია "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ორი შავი დროშა და ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
დანაშაულს, სიდნეის ისრაელელი თემის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია უკვე აქვს.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ შეიარაღებულმა მამა-შვილმა ცეცხლი სიდნეის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე ჰანუქის დღესასწაულზე გახსნეს.
ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 15 და დაჭრილია ათობით მოქალაქე.
