მექსიკაში, ტოლუკას აეროპორტის მახლობლად კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 10-ვე პირი დაიღუპა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვია. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ბავშვები სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან. ამასთან, გარდაცვლილია 5 ზრდასრული პირი და ორი პილოტი.

ინტერნეტში გავრცელებულ დრამატულ კადრებში ჩანს, როგორ ვარდება თვითმფრინავი მჭიდროდ დასახლებულ ადგილას.

ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავი ბავშვთა სათამაშო მოედნის მახლობლად, ფეხბურთის მოედანზე ავარიული დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა.

მათივე ცნობით, თვითმფრინავი ავარიული დაშვების დროს საწყობის ლითონის სახურავს შეეჯახა, სადაც საწვავისა და გაზის ბალონები ინახებოდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ჩამოვარდნის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა და ადგილობრივი მედიის ცნობით, თანამშრომლებს დასვენების დღე ჰქონდათ.

კატასტროფის გამოძიება გრძელდება, გამომძიებლები ძრავის გაუმართაობაზე არიან ორიენტირებულნი.