"ჩვენ ნატოსთან მიმართებით ყოველთვის ვიყავით პირნათელი, ჩვენ არა ერთი შესაბამისი კამპანია წარგვიმართავს ნატოსთან ერთად, რაც როგორც შეერთებული შტატების ეგიდით, ასევე ნატოს ეგიდით განხორციელებულა" - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, ყველაზე მთავარია საქართველოს უსაფრთხოება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის ინტერესების განხორციელება.
"ჩვენ ნატოსთან მიმართებით ყოველთვის ვიყავით პირნათელი, ჩვენ არა ერთი შესაბამისი კამპანია წარგვიმართავს ნატოსთან ერთად, რაც როგორც შეერთებული შტატების ეგიდით, ასევე ნატოს ეგიდით განხორციელებულა. სამწუხაროდ, იგივე არ მომხდარა საქართველოსთან მიმართებით. ის გარანტიები, რაც სწორედ ნატოში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია, საქართველოს არ მიუღია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ის სტრატეგია, რაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო, იქ ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ნატო მუდმივად არ უნდა გაფართოვდეს. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის ინტერესების განხორციელება", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
