აჰმედ ალ-აჰმედმა, რომელმაც ავსტრალიაში შეიარაღებული ტერორისტი შიშველი ხელებით გაანეიტრალა, მიღებული ტრავმების შედეგად, შესაძლოა მარცხენა ხელი დაკარგოს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.

Dailymail-ის ცნობით, ალ-აჰმედი არ ნანობს თავის საქციელს, მიუხედავად იმისა, რომ მან მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები მიიღოო და ამის გამო, შესაძლოა ხელიც დაკარგოს.

ალ-აჰმედის გმირობამ მსოფლიო მოწონება დაიმსახურა, მათ შორის გენერალ-გუბერნატორის სემ მოსტინისგან, რომელმაც თქვა, რომ აჰმედი მამაცობის ჯილდოს მიიღებს.

"ის არ ნანობს იმას, რაც გააკეთა. მან თქვა, რომ ამას ისევ გააკეთებდა. მაგრამ ტკივილმა მასზე გავლენა მოახდინა. ის თავს კარგად არ გრძნობს, ტყვიებით არის დაცხრილული. ჩვენი გმირი ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის", - განაცხადა ალ-აჰმედის ადვოკატმა.

აჰმედ ალ-აჰმედს, მარცხენა ხელზე დაახლოებით ხუთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს, ასევე ერთი ჭრილობა მარცხენა მხრზე აქვს.

ავსტრალიაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 წლის ბავშვია. 24 ადამიანი საავადმყოფოში რჩება: სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხუთი კი - კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში რჩება.