ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავის პროვინციაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. ფერფლის სვეტი 6 კილომეტრს აღწევს. ლავის ნაკადი კრატერიდან 7 კილომეტრის რადიუსზე დაეშვა.
ხელისუფლებამ რეგიონში განგაშის წითელი ნიშნული ამოქმედდა. მიმდინარეობს ევაკუაცია. ტერიტორია 300-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდებენ, კრატერიდან 8 კილომეტრის რადიუსში ნებისმიერი საქმიანობისგან თავი შეიკავონ.
