გერმანიაში პალიატიური მზრუნველობის ექთანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი დამნაშავედ ცნეს 10 პაციენტის მკვლელობასა და კიდევ 27 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პროკურორები აცხადებენ, რომ მამაკაცი, რომლის სახელიც არ გახმაურებულა, ღამის ცვლაში, სამუშაო დატვირთვის შესამცირებლად, თავის, ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებს ტკივილგამაყუჩებლებს ან დამამშვიდებლებს აძლევდა.
დანაშაულები ჩადენილია 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, დასავლეთ გერმანიის ქალაქ ვიურსელენის საავადმყოფოში.
გამომძიებლების განმარტებით, მისი მოღვაწეობის პერიოდში მომხდარ რამდენიმე სხვა საეჭვო ინციდენტსაც იძიებენ.
