ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) ქვეყნის მასშტაბით 40 მსხვილ აეროპორტში ფრენებს 10%-ით შეამცირებს - განცხადება ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
ABC News-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ყოველდღიურად ათასობით რეისის შემცირება გამოიწვიოს.
შეზღუდვები პარასკევს დილით ამოქმედდება - აღნიშნეს FAA-ს ადმინისტრატორმა ბრაიან ბედფორდმა და ტრანსპორტის მდივანმა შონ დაფიმ.
წყაროს ცნობით, საერთაშორისო რეისები არ შემცირდება. მისივე განმარტებით, აეროპორტების საბოლოო სია და FAA-ს ბრძანება დეტალური ინფორმაციით ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია და სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.
"ჩვენი ერთადერთი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ ეს საჰაერო სივრცე მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. ჩვენი 40 პუნქტის ტევადობის შემცირება, ეს არ არის დაკავშირებული მსუბუქი ტრანსპორტის მიმართულებებთან. საქმე ეხება დატვირთვას და იმას, თუ როგორ შევამციროთ ის რეალურად", - განაცხადა ბედფორდმა.
