"ალეკო ელისაშვილის განცხადებები იმის მცდელობაა, როგორმე ძველი და ახალი "ნაცები," "ლელოელი" და "გახარიელელი" "ნაცებისაგან" გამიჯნოს. მცდელობაა, როგორმე გადარჩნენ და დარჩნენ აგენტების სახით ქართულ პოლიტიკაში," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ალეკო ელისაშვილი რეალობას რომ არის აცდენილი, ამაში ახალი არაფერია.
"ელისაშვილი, ზოგადად, რომ აცდენილია აბსოლუტურ რეალობას, ეს ახალი არ არის საზოგადოებისთვის. მისი განცხადებები, იმ პირებისთვის ხელის ჩამორთმევები, ხვევნა-კოცნა თუ გადახვევა, რომელთაც მანამდე ლანძღავდა, უცხო არ არის. მისი განცხადებები იმის მცდელობაა, რომ როგორმე ძველი და ახალი "ნაცები," "ლელოელი" და "გახარიელელი" "ნაცებისაგან" გამიჯნოს. მცდელობაა, როგორმე გადარჩნენ და დარჩნენ აგენტების სახით ქართულ პოლიტიკაში. ასევე, როგორმე საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს არ არიან "ნაცები." საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არიან "ლელოელები," "გახარიელები," ძველი და ახალი "ნაცები." ეს ის კლასტერია, რომელიც ფინანსდება, დავალებებს გარედან იღებს, რომლებიც იბრძვიან, მათ შორის იმისთვის, რომ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება ჩამოშალონ," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ბოიკოტს, რუსული სპეცოპერაციას უწოდებს. განცხადება "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. ელისაშვილი ახსენებს ჩანერგილებს, დაგეგმილ ავანტიურას და ოპოზიციის სტრატეგიულ შეცდომებზე საუბრობს. ამბობს, რომ არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო შემოგდებული.
