მამუკა ხაზარაძე ანტიკორუფციულმა ბიურომ დააჯარიმა. "კურიერის" ინფორმაციით, მოკვლევა დღეს დასრულდა და ხაზარაძემ დეკლარაციის შესწავლის პროცესში, დარღვევა აღიარა.

ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ "ლელოს" ლიდერმა საქართველოში გერმანიის ელჩზე სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავალი დამალა.

"კურიერს" ინფორმაცია ანტიკორუფციულმა ბიურომ ცოტა ხნის წინ დაუდასტურა. უწყება აცხადებს, რომ ხაზარაძის დეკლარაციაში არაერთი დარღვევაა. ხაზარაძემ დამატებითი დრო ითხოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ბიუროს საჭირო დოკუმენტაცია არ მიაწოდა.

ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ შეცდომა აღიარა და ამის პოლიტიკურ შეფასებაში არ შევა.