"სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო", - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო "შემოგდებული".

"ხელიდან გაშვებული შანსი იყო. შეგვეძლო, თბილისი ერთმნიშვნელოვნად, ულაპარაკოდ მოგვეგო. ოპოზიციაში ვიღაც არის ჩანერგილი, ვიღაც უნებლიეთ შვება ასე, ვიღაც ზედმეტად გახურებულია. სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო", - განაცხადა ელისაშვილმა.