რუმინეთში მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოხელის, პოლიციელისა და პედაგოგის შეურაცხყოფა დასჯადი იქნება.

კანონპროექტით, აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისთვის 4 ათასი ევროს ჯარიმაა გათვალისწინებული.

კანონის გამკაცრების აუცილებლობა ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის მაჩვენებლის ზრდამ გამოიწვია.