91 წლის ასაკში, კინომცოდნე გოგი დოლიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. გოგი დოლიძე თეატრალურ ინსტიტუტში 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
მოგვიანებით იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი. მისი რეჟისორობით აღდგენილია 18 მხატვრული ფილმი.
გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო და კრიტიკული წერილი ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. იყო "ჩოხოსან რაინდთა დასის" გამგეობის თავმჯდომარე.
