ორშაბათს, ირანის ელჩმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დროს, ირანის, ნატანზის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
"გუშინ, მათ კვლავ შეუტიეს ირანის მშვიდობიან, დაცულ ბირთვულ ობიექტებს", - განუცხადა რეზა ნაჯაფიმ ჟურნალისტებს 35 ქვეყნისგან შემდგარი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომაზე.
reuters-ის კითხვაზე, თუ რომელ ობიექტებს დაესხნენ თავს, მან უპასუხა: "ნატანზს".
