ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე ირანს უარი არასდროს უთქვამს და ამერიკული მედია ირანის პოზიციას არასწორად წარმოაჩენს.
"ჩვენ მადლიერები ვართ პაკისტანის ძალისხმევის და არასდროს გვითქვამს უარი ისლამაბადში ჩასლაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ჩვენზე თავსმოხვეული ამ უკანონო ომის საბოლოო და ხანგრძლივი დასრულების პირობებია", - წერს აბას არაღჩი.
პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა TRUTH SOCIAL-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ ირანს 48 საათი დარჩა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. როგორც დონალდ ტრაპი აცხადებს, ირანმა ან შეთანხმება უნდა დადოს, ან ჰორმუზის სრუტე გახნას, სხვა შემთხვევაში, ისინი მალე "სრულ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან".
