ცრემლები, დაჩოქილი დედები და ერთადერთი სიტყვა მდუმარებაში - "მადლობა". ასე დახვდნენ, დღეს, საქართველოს საპატრიარქოსთან სრულიად კათოლიკოს-პატრიარქს სასულიერო პირები.
საპატრიარქოს წინ შეკრებილი მონაზვნები, რომელთათვისაც ილია II არა მხოლოდ ეკლესიის მეთაური, არამედ მამა და სულიერი წინამძღოლი იყო, მუხლმოყრილნი დახვდნენ პროცესიას საპატრიარქო რეზიდენციასთან, იქ, სადაც ილია მეორემ თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა.
