საკართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, სიონის საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობნენ პატრიარქის დაცვის თანამშრომლები, წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი, პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახის წევრებთან ერთად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვამდე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. მეუფე შიომ ისაუბრა ილია მეორის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე სიონის საპატრიარქო ტაძრის მიმართ, სადაც მისი 49 წლიანი მოღვაწეობა დაიწყო და სადაც მისმა უწმინდესობამ თავად ინება, მოეპოვებინა უკანასკნელი განსასვენებელი.