შსს-ს თანამშრომლებმა, სუს-ის თანამშრომლებთან ერთად, აჭარაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს.

ამის შესახებ, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, გეკა გელაძემ განაცხადა.

შს მინისტრის განცხადებით, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა. ნაწილს - პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი - დაუსწრებლად.