"კავკასიის მედიცინის ცენტრში," სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფება. როგორც პრემიერმა მედიასთან განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე.
"მე მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო და მადლობას გადავუხდი ექიმებს. ყველა არის ბოლომდე ჩართული, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობა ასევე მინისტრს, რომელიც ბოლომდეა ამ ყველაფერში ჩართული და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე," - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რეანიმაციაში რჩება. ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში, კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ამ წუთებში, კლინიკაში ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა საყურადღებოა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანა არ განიხილება, თუმცა სახელმწიფო მაქსიმალურ მზადყოფნაშია, თუ დადგება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საჭიროება, ეს მყისიერად მოხდეს.
