ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ირანის სამხედრო ფორმირების - "ბასიჯის“ ლიდერი, მათ მიზანმიმართული დარტყმის შედეგად ორშაბათს დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ცახალი", რომ ღოლამრეზა სოლეიმანის მკვლელობა "რეჟიმის უსაფრთხოებისა და კონტროლის სტრუქტურებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმაა“.

ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაუკონკრეტებია, თუ სად მოკლეს "ბასიჯის“ მეთაური.

სიტუაციასთან დაკავშირებულმა ისრაელის წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ თავდასხმის შედეგად "ბასიჯის" სხვა მაღალი რანგის ლიდერებიც დაიღუპნენ.