არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მათ ირანიდან გაშვებული 15 ბალისტიკური რაკეტა და 18 უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს. ინფორმაციას times of israel-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, თორმეტი რაკეტა გაანადგურეს, სამი ზღვაში ჩავარდა, 17 უპილოტო საფრენი აპარატი ჩაჭრეს და ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. სამინისტროს განცხადებაში, გარდაცვლილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

მას შემდეგ, რაც ირანმა, აშშ-ისრაელის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე დაბომბვის კამპანიის ფონზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებზე საპასუხო დარტყმები დაიწყო, სამინისტრო იუწყება: "სულ 253 ბალისტიკური რაკეტა იქნა აღმოჩენილი. აქედან 233 განადგურდა, 18 ზღვაში ჩავარდა, ხოლო ორი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ასევე აღმოჩენილი იქნა 1440 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 1359 ჩაჭრეს, ხოლო 81 ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ასევე აღმოჩენილი და განადგურებული იქნა რვა ფრთოსანი რაკეტა“.