უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს განცხადებით, საპატიო პატრიარქი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
"დღეს ჩემს გულში, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულში, ღრმა მწუხარება და სევდაა, რადგან დღეს დასრულდა მისი უწმინდესობის, პატრიარქ ფილარეტის მიწიერი მოგზაურობა“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პატრიარქი ფილარეტი იბრძოდა უკრაინის საეკლესიო ავტონომიის აღდგენისა და უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის. ტომოსის მიღებამდე, ის ხელმძღვანელობდა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას. 2018 წელს, გაერთიანების საბჭოსა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დაარსების შემდეგ, ფილარეტი მისი საპატიო პატრიარქი გახდა.
