სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარკო ჯურიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს უგზავნის.
"თქვენო აღმატებულებავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და, პირადად, ჩემი სახელით, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი გულწრფელი სამძიმარი და გთხოვოთ, გადასცეთ ჩვენი ღრმა თანაგრძნობა საქართველოს საპატრიარქო ტახტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, სამონასტრო საზოგადოებასა და მოძმე ქართველ ხალხს. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მისი სულიერი მისია, რწმენის, მშვიდობისა და ერთიანობისადმი ერთგულება, მისი თავდაუზოგავი ძალისხმევა ურთიერთგაგების, სოლიდარობის და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში. ამ მძიმე ჟამს, სერბი ხალხი იზიარებს თქვენს მწუხარებას და ღრმა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი სამძიმარი," - ნათქვამია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
