ისრაელი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საემიროები ირანის მიერ მათ ქვეყნებზე განხორციელებული ახალი სარაკეტო თავდასხმების შესახებ იუწყებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტებს აკავებენ და დაზარალებულ რაიონებში გაფრთხილება გაიგზავნა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემები "ამჟამად ირანიდან მომავალი სარაკეტო და დრონების საფრთხეებზე რეაგირებენ". თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფებს, "უსაფრთხოების ინსტრუქციები დაიცვან".

ამასობაში, კატარის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული სარაკეტო თავდასხმა მოიგერიეს.