აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა დანიშნა, სამშაბათს მოულოდნელად განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და ამის მიზეზად ადმინისტრაციის ირანთან ომის შესახებ შეშფოთება დაასახელა. ინფორმააციას CNN-ი ავრცელებს.

"დიდი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, დღეიდან გადავდგე ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან," - დაწერა ჯო კენტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"სუფთა სინდისით არ შემიძლია მხარი დავუჭირო ირანში მიმდინარე ომს. ირანი ჩვენი ქვეყნისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა და ცხადია, რომ ეს ომი ისრაელისა და მისი გავლენიანი ამერიკული ლობის ზეწოლის ქვეშ დავიწყეთ," - აღნიშნა კენტმა.