სრულიად საქართველოს პატრიარქი კლინიკაში, რეანიმაციაში რჩება. ილია მეორე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა. კავკასიის მედიცინის ცენტრში კონსილიუმია შეკრებილი, რომელშიც ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები შედიან. ექიმები ამბობენ, რომ ვითარება საყურადღებოა.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ:

"როგორც ექიმების მსჯელობიდან ჩანს, აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი. კუჭში სისხლის დენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური. ვლოცულობთ მისთვის და ღმერთს ვთხოვთ მხნეობას და ჯანმრთელობას,"- აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.