სპარსეთის ყურის ქვეყნები შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, საბოლოოდ გაანეიტრალონ ირანი ჰორმუზის კრიზისის გამწვავების ფონზე, - იტყობინება Reuters-ი.
გავლენიანი მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ არაბულ სახელმწიფოებს აშშ-ისთვის არ უთხოვია ირანის წინააღმდეგ ომი დაეწყო, თუმცა ახლა ბევრი მათგანი მოუწოდებს აშშ-ს მიღწეულ შედეგზე არ დაჩერდნენ და ისლამური რესპუბლიკა არ დატოვოს იმ პოზიციაში, რომელიც საფრთხე იქნება სპარსეთის ყურეში ნავთობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროსთვის და მასზე დამოკიდებული ეკონომიკისთვის.
ამავდროულად, ამ წყაროებმა, ხუთ დასავლელ და არაბ დიპლომატთან ერთად განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, რათა ისინი შეუერთდნენ აშშ-ისრაელის ომს. სამი მათგანის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს კამპანიის რეგიონული მხარდაჭერის დემონსტრირება, მისი საერთაშორისო ლეგიტიმურობის გაძლიერება და შიდა მხარდაჭერის მოპოვება.
"სპარსეთის ყურეში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ირანმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა სპარსეთის ყურის ყველა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში“, - განაცხადა აბდულაზიზ საგერმა, საუდის არაბეთში დაფუძნებული სპარსეთის ყურის კვლევების ცენტრის თავმჯდომარემ და მთავრობის პოზიციის მცოდნემ.
"თავიდან ჩვენ ვიცავდით მათ და ვეწინააღმდეგებოდით ომს, მაგრამ როგორც კი ჩვენზე თავდასხმა დაიწყეს, ისინი მტრები გახდნენ. სხვაგვარად ამას ვერ ვუწოდებთ", - დასძინა მან.
