ლეგენდარული მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაკ ნორისი 19 მარტს ჰავაიზე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩაკ ნორისის ოჯახმა, 20 მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მსახიობი დილით გარდაიცვალა.
"მიუხედავად იმისა, რომ გვსურს მისი გარდაცვალების გარემოებები კონფიდენციალურად შევინახოთ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მშვიდად გარდაიცვალა", - ნათქვამია მისი ოჯახის განცხადებაში.
