სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მივიდა.
პატრიარქისთვის პატივის მისაგებად საკათედრო ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად იმყოფება.
სამოქალაქო პანაშვიდს ესწრება თბილისის მერი, კახა კალაძე.
ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უკვე მესამე დღეა ხალხით არის სავსე. პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგი დიდია, ადგილზე 24 საათის განმავლობაში იკრიბება მრევლი, მოქალაქეები, სასულიერო პირები.
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე
სამხედრო მოსამსახურეები, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
21 და 22 მარტს საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, ზუსტად 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.
ცნობილია, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება, თბილისში ჩამოვა დელეგაცია ვატიკანიდან.
ქვეყანაში გლოვის დღეებია დღეებია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
