ირანმა მეგობარი ქვეყნებისთვის ჰორმუზის სრუტე გახსნა. ამის შესახებ ირანული მედია 
Tasnim-ი წერს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, სრუტის გავლა შეეძლებათ
ჩინეთს, ინდოეთს, რუსეთს, ერაყს და პაკისტანს.

"ჩვენ, ზოგიერთ ქვეყანას, რომლებსაც მეგობრებად მივიჩნევთ, ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მივეცით; ესენია ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, ერაყი და პაკისტანი", - განაცხადა არაღჩიმ.