ქუვეითის ხელისუფლებამ, ღამით, ირანის მიერ ორ ელექტროსადგურსა და წყლის გამტკნარების ობიექტზე, ასევე ქალაქ ქუვეითში მდებარე სამინისტრო კომპლექსზე თავდასხმების შესახებ განაცხადა.

ქუვეითის ელექტროენერგიის, წყლისა და განახლებადი ენერგიის სამინისტროს პრესსპიკერმა, ფატიმა აბას ჯავჰარ ჰაიათმა, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ირანული დრონები ორ ელექტროსადგურსა და წყლის გამწმენდ ობიექტს დაესხნენ თავს, რამაც "მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და ორი ელექტროსადგურის გათიშვა გამოიწვია. ინციდენტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია".

ამასთან, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამინისტროს კომპლექსურ შენობას შაბათს საღამოს დრონი დაეჯახა. სამინისტროში იტყობინებიან, რომ "შენობას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა", თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.