კვირას, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, ოთხი პალესტინელი დაიღუპა, - იტყობინება ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება.

როგორც Reuters-ი წერს, ეს იყო თავდასხმის უახლესი აქტი, რომელმაც ხელი შეუშალა ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმებას, რომლის გამყარებასაც შუამავლების ცდილობენ.

მედიკოსების ცნობით, ავიადარტყმა ადამიანების ჯგუფზე მოხდა, რის შედეგადაც ოთხი მათგანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

როგორც Reuters-ი წერს, ისრაელის სამხედრო ძალებს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.