ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს "ქართულ ოცნებაში" აფასებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხოშტარიამ გირაო გამიზნულად არ გადაიხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიზანი გარედან მიღებული დავალება იყო, რომ შემდეგ ხოშტარიას შესახებ რეზოლუციებზე ემსჯელათ.

"მიზეზი, რატომაც ელენე ხოშტარია არის ციხეში, არის ის, რომ არ გადაიხადა გირაო და მიზანი არის ის, იმიტომ ჩატოვეს გარედან კარნახით ციხეში, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ. ვნახეთ, ევროპარლამენტში აბსოლუტურად სამარცხვინო განხილვები, ქართველ ხალხზე ბოღმის ნთხევა, ზიზღის ჩვენება, რომლითაც არიან ხოლმე დაკავებულები ზოგიერთი პასპორტით ევროპელები, თორემ მათ სინამდვილეში ღირებულებით ევროპული აღარაფერი აქვთ. 100 წლის წინანდელ ევროპელს ზოგიერთი სამწუხაროდ უკვე წააგავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.