ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე, 6 თვის წინ, 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნულ საქმეზე ხოშტარიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს.