ნიუ-იორკში, ლაგვარდიას აეროპორტში დაშვების დროს, Air Canada-ს სამგზავრო თვითმფრინავი სახანძრო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც თვითმფრინავის წინა ნაწილი მთლიანად განადგურდა, ორი პილოტი დაიღუპა, ათობით მგზავრი დაშავდა, აეროპორტი კი დაიხურა.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის სახანძრო-სამაშველო მანქანასთან შეჯახების შედეგად, 43 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. შეჯახების დროს სახანძრო ავტომობილი სხვა ინციდენტის ადგილისკენ მიემართებოდა.

FlightRadar24-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, Air Canada-ს თვითმფრინავი სახანძრო მანქანასთან შეჯახების დროს, დაახლოებით, 150-170 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

ინციდენტის შემდეგ, რომელიც აეროპორტში სამი ათწლეულის განმავლობაში პირველი ფატალური ავარია იყო, ლაგუარდიას აეროპორტი დაიხურა და ორშაბათს, დღის 2:00 საათზე გაიხსნა.