საპატრიარქო რეზიდენციაში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო. სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებს განიხილავენ. გადაწყვეტილება, თუ როდის და სად იქნება დასაფლავებული საქართველოს პატრიარქი, სწორედ სინოდის ამ სხდომის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის ინფორმაციით, სინოდის სხდომი შემდეგ, 16:00 საათზე მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციიდან ფეხით მსვლელობით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.