საქართველოში უკრაინის საელჩო კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებლურ თემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. უკრაინელები მადლიერებით იხსენებენ მის უწმინდესობას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული დაუნდობელი, არაპროვოცირებული ომის პირველ წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გაწეული დახმარებისთვის", - აღნიშნულია უკრაინის საელჩოს სამძიმრის წერილში.
