"მინდა პატრიარქს შევუნარჩუნოთ ჩვენი, ქართველი ერის ერთიანობა და სიმტკიცე", - ამის შესახებ მთიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა და პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

"რასაკვირველია, ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. მე ასეთი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია, წმინდა მამებზე რომ წამიკითხავს რჩევა-დარიგებები, როგორი პიროვნებებიც იყვნენ, როგორ ზრუნავდნენ ხალხზე, როგორი მტკიცე რწმენაც ჰქონდათ, ისეთი იყო. ხილვით მყავს ასეთი მხოლოდ პატრიარქი ნანახი. სულ შენდობით და მოფერებით გვაკეთებინებდა ყველაფერს.

ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში ძლიერი მლოცველი და მზრუნველი ადამიანი ქართველი ერისთვის. წყნარად, მშვიდად, ისე, რომ არავინ შეუწუხებია, წავიდა ჩვენგან.

მე მინდა პატრიარქს შევუნარჩუნოთ ჩვენი ქართველი ერის ერთიანობა და სიმტკიცე,"- აცხადებს ეპისკოპოსი მიქაელი.