საქართველოში იაპონიის საელჩომ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სოლიდარობის და სამძიმრის ნიშნად, საელჩოს შენობაზე იაპონიის სახელმწიფო დროშა დაუშვა.
"იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, იაპონიის სახელმწიფო დროშა დაუშვა", - აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
