საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან სამძიმრის წერილი მიიღო.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ბატონ ირაკლი კობახიძეს

პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობა ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

მისმა უწმინდესობამ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების გზაზე გაწეული ღვაწლისთვის, მისმა უწმინდესობამ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.

ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში.

ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ ტკივილს, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ილჰამ ალიევი", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.