ირანის ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნის მოახლოების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალი ლიდერი "დიდხანს ვერ გაძლებს“, თუ ის აშშ-ის თანხმობას არ მიიღებს, - ინფორმაციას abcnwes-ი ავრცელებს.
"მას ჩვენი თანხმობის მიღება მოუწევს“, - განუცხადა ტრამპმა ABC News-ის თეთრი სახლის მთავარ კორესპონდენტს, მერი ბრიუსს.
"თუ ის ჩვენს თანხმობას ვერ მიიღებს, დიდხანს ვერ გაძლებს. ჩვენ გვინდა დარწმუნდეთ, რომ ამ საკითხის ხელახლა განხილვა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ არ მოგვიწევს და ჩემნაირი პრეზიდენტის არყოლის დროს, ეს არ გაკეთდება “. - განაცხადა ტრამპმა.
"მე არ მინდა, რომ ხალხს ხუთი წლის შემდეგ იმავეს გაკეთება მოუწიოს, ან უარესი, ბირთვული იარაღი ჰქონდეთ მათ", - დასძინა ტრამპმა.
