კოლუმბიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი, რომელშიც 125 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს, სამხრეთ ამაზონში აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. Reuters-ი სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე მყოფთაგან 71 ადამიანი გადაარჩინეს.

მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად, ან საერთოდ დაიღუპა თუ არა ვინმე.

თავდაცვის მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც Lockheed Martin-ის (LMT.N) Hercules C-130-ი ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც ჯარისკაცები გადაჰყავდა, პერუს საზღვარზე, პუერტო ლეგუისამოდან აფრინდა.

"დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავარიის მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.