რომის პაპმა ლეომ XIV-მ დღეს მწვავედ გააკრიტიკა საჰაერო დაბომბვები, მათ განურჩეველი ხასიათის დარტყმები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი უნდა აიკრძალოს. ეს იყო პაპის უახლესი ანტისაომარი განცხადება, რომელიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის მიმდინარეობის მეოთხე კვირას გაკეთდა - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ITA Airways-ის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრაზე, პაპს კონფლიქტის გაფართოების საკითხი კონკრეტულად არ უხსენებია, თუმცა საჰაერო ძალების სამხედრო მოქმედებებში გამოყენება მკაცრად დაგმო.

"არავის უნდა ეშინოდეს, რომ სიკვდილისა და განადგურების საშიშროება შეიძლება ციდან მოდიოდეს", - განაცხადა რომის პაპმა.

"მე-20 საუკუნის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, საჰაერო დაბომბვები სამუდამოდ უნდა აკრძალულიყო, მაგრამ ის მაინც არსებობს... ეს პროგრესი კი არა, რეგრესია!“, - თქვა პაპმა.

რომის პაპმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ირანის ომში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. კვირას მან კონფლიქტს "მთელი კაცობრიობის სირცხვილი" უწოდა.