აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ის ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე ნებისმიერ სამხედრო დარტყმას ხუთი დღით გადადებდა, შეფასებები მოჰყვა - წერს CNN-ი.

მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის  პრესმდივანმა დღეს განაცხადა, რომ კირ სტარმერი  აშშ-სა და ირანს შორის "პროდუქტიული მოლაპარაკებების შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას" მიესალმება.

"ნებისმიერი სიახლე პროდუქტიული მოლაპარაკებების შესახებ მისასალმებელია", - განუცხადა პრესსპიკერმა ჟურნალისტებს.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ომის სწრაფი მოგვარება გლობალური ინტერესებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, ჰორმუზის სრუტე ხელახლა უნდა გაიხსნას და პარტნიორებთან ერთად, გასულ კვირას გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებიდან ჩანს, რომ ეს ჩვენი პრიორიტეტია", - დასძინა პრესსპიკერმა.

მედიის ცნობით, ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ორშაბათს, Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ-მა და ირანმა შაბათ-კვირას "კონსტრუქციული მოლაპარაკებები" გამართეს.