BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო AFP-ს ინტერვიუ მისცა. მედიის ინფორმაციით, მოკლე სატელეფონო საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით "ყველაფერი კარგად მიდის".
მისი განცხადებები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, რომელშიც ტრამპი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა და თეირანმა მოლაპარაკებები გამართეს და შედეგად, მან ირანის ელექტროსადგურებზე თავდასხმების ხუთდღიანი შეჩერება ბრძანა.
ამასთან, BBC წერს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ორ ქვეყანას შორის რაიმე სახის მოლაპარაკებები, ცოტა ხნის წინ უარყო.
