ნიუ-იორკის აეროპორტ LaGuardia-ს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, კანადის ავიაკომპანია Air Canada-ს სამგზავრო თვითმფრინავის, აეროპორტის საავარიო სამაშველო ტრანსპორტთან შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. აეროპორტი დროებით დაკეტილია.
ამერიკული მედიასაშუალებები სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერენ, რომ დაიღუპა თვითმფრინავის ორივე პილოტი. დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი.
თვითმფრინავში, რომელიც ნიუ-იორკში მონრეალიდან ჩავიდა, 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა. ისინი ევაკუირებული არიან.
