პალმ-ბიჩში, საპრეზიდენტო თვითმფრინავ Air Force One-ზე ასვლამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა - ინფორმაცია BBC ავრცელებს.

ირანთან კონფლიქტთან დაკავშირებით მან განაცხადა: "თუ ყველაფერი კარგად წავა, საბოლოოდ მოვაგვარებთ ამას".

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, რაც შეიძლება ინტენსიურად გავაგრძელებთ დაბომბვას", - აღნიშნა ტრამპმა.

ირანზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა: "ისინი ძალიან დაინტერესებულნი არიან შეთანხმების დადებით, ჩვენც გვსურს შეთანხმების დადება".

ტრამპის განმარტებით, მას დღეს, სავარაუდოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი ექნება.

მან ასევე ახსენა "პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში" და თქვა, რომ ისინი "დისკუსიების ფარგლებში, დიდწილად, ყურადღების ცენტრში არიან“.