საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა და ქუვეითმა სამშაბათს ღამით, ირანის ახალი თავდასხმების შესახებ განაცხადეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ X-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისმა ძალებმა მინიმუმ 27 ირანული დრონი ჩაჭრეს.
ქუვეითის შეიარაღებულმა ძალებმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ სამშაბათს დილით, მათი საჰაერო თავდაცვის სისტემები "ჩართულნი იყვნენ მტრის რაკეტებისა და დრონების ჩაჭერაში, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს".
ამასთან, ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საგანგებო სამსახურებმა "საწარმო ქარხანაში, ირანის აგრესიის შედეგად გამოწვეული ხანძარი ჩააქრეს".
