ავსტრალიაში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ირანთან ომის დასრულების მიზნით, სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობას და განაცხადა, რომ "ღრმად შეშფოთებულია“ მიმდინარე კონფლიქტით.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების გზით მივაღწიოთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაასრულებს ახლო აღმოსავლეთში არსებულ მტრულ ქმედებებს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კანბერაში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, ომის დასრულების შემდეგ, ჰორმუზის სრუტის დაცვის "მისიის“ ფარგლებში, დახმარების გასაწევად ემზადება.
"ჩვენ ყველანი ვგრძნობთ ამის გავლენას გაზისა და ნავთობის ფასებზე, ჩვენს ბიზნესსა და საზოგადოებაზე", - დასძინა ფონ დერ ლაიენმა და აღნიშნა, რომ სავაჭრო სრუტე "კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური ენერგომომარაგების ხაზებისთვის".
