ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ცნობით, ხარგის კუნძულზე, საიდანაც ქვეყნის ნავთობის თითქმის რული რაოდენობის ექსპორტი ხდება, აფეთქებები მოხდა.

Mehr-მა რამდენიმე აფეთქების შესახებ განაცხადა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია, - წერს CNN-ი.

როგორც CNN-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ დაიმუქრა, რომ კუნძულს დაბომბავდა ან დაიპყრობდა.

ცნობისთვის, 30 მარტს, ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს შეუძლია გაანადგუროს "ელექტროსადგურები, ნავთობის ჭაბურღილები და ხარგის კუნძული".